გამარჯობა!

გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ფულის ერთეულის, კერძოდ შეერთებული შტატების დოლარის ხმარებისას რომელი ფორმა გამოვიყენოთ:

"აშშ დოლარი"
"აშშ-ის დოლარი"

მაგ.: "აშშ დოლარი გაიაფდა", თუ "აშშ-ის დოლარი გაიაფდა";
       "15 ათასი აშშ დოლარი", თუ "15 ათასი აშშ-ის დოლარი".

რომელია მიღებული, სწორი და არასწორი ფორმა და რატომ. მადლობა წინასწარ.

გამარჯობა,

თქვენს ვებსაიტზე მოძიებული "ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემის v.1" მიხედვით, წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, ორგანიზაციების სახელები ბრჭყალებში ჩაისმის. გვაინტერესებს:

a) უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბრჭყალები იმ შემთხვევაშიც, თუ ამ სახელების მოხსენიება გვიწევს ლათინური ასოებით, მაგ.: "Microsoft",
b) ბრუნვის ნიშანი უნდა დავურთოთ თუ არა სიტყვის სახელობით ბრუნვაში გამოყენებისას, მაგ.: "Microsoft"-ი, და
c) მოთხრობით ბრუნვაში "S&P" (რომლის ტრანსკრიფციაა "ეს-ენდ-პი", და ამავდროულად რომელიც იშიფრება როგორც "Standard and Poor's" ანუ "სტანდარდ ენდ პურს"-ი) ბრუნვის რომელი ნიშანი უნდა გამოვიყენოთ, "-მა" თუ "-მ"

მადლობა წინასწარ.

გამარჯობა,
სიტყვიერად წერის დროს ვადიანობის აღმნიშვნელი სიტყვები ერთად იწერება, მაგ.: ორდღიანი, ხუთდღიანი, ათწლიანი. თუმცა ხშირად გვიწევს რაოდენობის ციფრობრივი გამოხატვით იმავე სიტყვების გამოყენება. გთხოვთ გვირჩიოთ ამ შემთხვევაში რა ფორმით უნდა ვიხმაროთ სიტყვები.
მაგ.: "10 წლიანი, თუ 10-წლიანი"?
და შესაბამისად:
"5 და 15 დღიანი", თუ "5- და 15-დღიანი"?
მადლობას გიხდით წინასწარ.