Topic: რომელია სწორი ფორმა?

ამ განყოფილებაში მოგვწერეთ სიტყვები, რომლებიც ვერ ნახეთ ორთოგრაფიულ ლექსიკონში და გაინტერესებთ სწორია თუ არა.

Re: რომელია სწორი ფორმა?

info@ena.ge-ზე შემოსული მოსაზრება:

მოგესალმებით. ფართოდ არის გავრცელებული არასწორი ფორმები "თვისობრივი", "თვისობრიობა" და ა.შ.
კარგი იქნება, თუ არასწორ ფორმებში შეიტანდით.
ბიძინა რამიშვილი

Re: რომელია სწორი ფორმა?

info@ena.ge-ზე შემოსული შენიშვნა:
"გამარჯობა" და "გამარჯობათ" ფორმები საერთოდ ვერ ვიპოვე.
ბიძინა რამიშვილი

Re: რომელია სწორი ფორმა?

admin wrote:

info@ena.ge-ზე შემოსული შენიშვნა:
"გამარჯობა" და "გამარჯობათ" ფორმები საერთოდ ვერ ვიპოვე.
ბიძინა რამიშვილი

გამარჯობა არ არის ზმნა, ამდენად, მას არ სჭირდება –თ ბოლოსართი (გამარჯობათ), მკაცრი გრამატიკული წესების მიხედვით ეს გაუმართლებელია, მაგრამ ბოლო დროს ამ ფორმას მაინც გაუხსნეს გზა და თავაზიანი მიმართვის დროს მის გამოყენებას არ კრძალავენ. ამდენად, ორივე ფორმა – გამარჯობა, გამარჯობათ – მართებული გამოდის, ამის გამო ჩვენს ლექსიკონში ვერ წარმოვადგენთ გამარჯობათ ფორმას, როგორც არასწორს და მის მართებულ ვარიანტად ვერ მივუთითებთ გამარჯობა–ს. აქედან გამომდინარე ვერ იპოვეთ ეს ფორმები ლექსიკონში – მათ მცდარი ვარიანტი არა აქვთ (თუ ხელოვნურად არ მოვიფიქრებთ რამეს, ვთქვათ ასეთს: გიმარჯობათ ან გუმარჯობათ და სხვ. ამ გზით, რა თქმა უნდა, ვერ წავალთ).

Re: რომელია სწორი ფორმა?

გამარჯობა,
სიტყვიერად წერის დროს ვადიანობის აღმნიშვნელი სიტყვები ერთად იწერება, მაგ.: ორდღიანი, ხუთდღიანი, ათწლიანი. თუმცა ხშირად გვიწევს რაოდენობის ციფრობრივი გამოხატვით იმავე სიტყვების გამოყენება. გთხოვთ გვირჩიოთ ამ შემთხვევაში რა ფორმით უნდა ვიხმაროთ სიტყვები.
მაგ.: "10 წლიანი, თუ 10-წლიანი"?
და შესაბამისად:
"5 და 15 დღიანი", თუ "5- და 15-დღიანი"?
მადლობას გიხდით წინასწარ.

Re: რომელია სწორი ფორმა?

admin wrote:

info@ena.ge-ზე შემოსული მოსაზრება:

მოგესალმებით. ფართოდ არის გავრცელებული არასწორი ფორმები "თვისობრივი", "თვისობრიობა" და ა.შ.
კარგი იქნება, თუ არასწორ ფორმებში შეიტანდით.
ბიძინა რამიშვილი

ბატონო ბიძინა!
''თვისებრივი'' და ''თვისობრივი'' თოფურია-გიგინეიშვილის ორთოგრაფიულ ლექსიკონში პარალელურ ფორმებად არის წარმოდგენილი, ანუ, ორივე ფორმა სწორად და მისაღებად არის მიჩნეული - ''თვისობრივი'', ''თვისობრიობა'' სამეცნიერო მიმოქცევაში საკმაოდ გავრცელებული და დამკვიდრებული ფორმებია; ამდენად, ჩვენც დავუშვით ეს სიტყვები (თავიდან თავი შევიკავეთ, მხოლოდ ''თვისებრივი'' ვარიანტი გვქონდა), თქვენი წერილის მერე მაინც დამატება უფრო ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, ვიდრე მათი გატანა არასწორ ვარიანტებში).

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

7 Last edited by levani7575 (2012-02-29 14:55:42)

Re: რომელია სწორი ფორმა?

გამარჯობა,

რომელია სწორი ფორმა? შპს ''უშგულის'' , შ.პ.ს. ''უშგულის'' , შპს ''უშგული''-ს თუ შ.პ.ს. ''უშგული''-ს.
და იქნებ კონკრეტული ლიტერატურა მიმითითოთ. ცჰემ ახლობელს მინდა რო დავუმტკიცო რომ არ ვცდები smile

Re: რომელია სწორი ფორმა?

gio_ge wrote:

გამარჯობა,
სიტყვიერად წერის დროს ვადიანობის აღმნიშვნელი სიტყვები ერთად იწერება, მაგ.: ორდღიანი, ხუთდღიანი, ათწლიანი. თუმცა ხშირად გვიწევს რაოდენობის ციფრობრივი გამოხატვით იმავე სიტყვების გამოყენება. გთხოვთ გვირჩიოთ ამ შემთხვევაში რა ფორმით უნდა ვიხმაროთ სიტყვები.
მაგ.: "10 წლიანი, თუ 10-წლიანი"?
და შესაბამისად:
"5 და 15 დღიანი", თუ "5- და 15-დღიანი"?
მადლობას გიხდით წინასწარ.

მართებულია: 15-დღიანი, 10-წლიანი...

Re: რომელია სწორი ფორმა?

levani7575 wrote:

გამარჯობა,

რომელია სწორი ფორმა? შპს ''უშგულის'' , შ.პ.ს. ''უშგულის'' , შპს ''უშგული''-ს თუ შ.პ.ს. ''უშგული''-ს.
და იქნებ კონკრეტული ლიტერატურა მიმითითოთ. ცჰემ ახლობელს მინდა რო დავუმტკიცო რომ არ ვცდები smile

მართებულია: შპს ''უშგულის"...(იხ. მაგ.: შუქია აფრიდონიძე, ჩვენი ენა ქართული, თბ., 2009, გვ.167)

Re: რომელია სწორი ფორმა?

info@ena.ge-ზე შემოსაული კითხვა:

სიტყვა \"ნახული\" სწორადაა ნახმარი?
ეს ფილმი ნახული მაქვს. <<<<< სწორია თუ არა? თუ სწორია, რ. განსხვავება იქნებოდა სიტყვა ნანახი რომ გამომეყენებინა?

პასუხი:
თოფურია-გიგინეიშვილის ორთოგრაფიულ ლექსიკონში გვხვდება ორივე ფორმა: ერთი მხრივ, ნახულ-გაგონილი, ნახული, ნახულ-ნაგრძნობი, ნახულ-ნასმენი, მეორე მხრივ, ნანახი, ნანახ-ნაგრძნობი. თქვენ მიერ წარმოდგენილ კონტექსტში აშკარად უფრო გამართული და გამართლებულია ''ნანახი'': ''ეს ფილმი ნანახი მაქვს'' (შდრ. "არნახული წარმატება" და სხვ.).

Re: რომელია სწორი ფორმა?

info@ena.ge-ზე შემოსული კითხვა:

კითხვა:
გამარჯობათ, ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი ყოველთვის გვარწმუნებდა, რომ \"ერთერთი\" დეფიზის გარეშე იწერება და ამ ლექსიკონში წერია, რომ ეს შეცდომაა.

პასუხი:

ბატონი ვახტანგი აბსოლუტურად მართალია. და თუ მართებულად მივიჩნიეთ თოფურია-გიგინეიშვილის ორთოგრაფიული ლექსიკონში წარმოდგენილი ფორმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ტრადიციას გავუწიეთ ანგარიში (მხოლოდ ამით შეიძლება ამ დაწერილობის გამართლება). თანაც მაქსიმალურად ვცდილობთ, ამგვარ შემთხვევებში მომხმარებელი არ დავაბნიოთ განსხვავებული ვარიანტებით.

p.s.  სწორი ფორმაა დეფისი და არა დეფიზი (როგორც თქვენ წერთ).

Re: რომელია სწორი ფორმა?

გამარჯობა,

თქვენს ვებსაიტზე მოძიებული "ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემის v.1" მიხედვით, წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, ორგანიზაციების სახელები ბრჭყალებში ჩაისმის. გვაინტერესებს:

a) უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბრჭყალები იმ შემთხვევაშიც, თუ ამ სახელების მოხსენიება გვიწევს ლათინური ასოებით, მაგ.: "Microsoft",
b) ბრუნვის ნიშანი უნდა დავურთოთ თუ არა სიტყვის სახელობით ბრუნვაში გამოყენებისას, მაგ.: "Microsoft"-ი, და
c) მოთხრობით ბრუნვაში "S&P" (რომლის ტრანსკრიფციაა "ეს-ენდ-პი", და ამავდროულად რომელიც იშიფრება როგორც "Standard and Poor's" ანუ "სტანდარდ ენდ პურს"-ი) ბრუნვის რომელი ნიშანი უნდა გამოვიყენოთ, "-მა" თუ "-მ"

მადლობა წინასწარ.

13 Last edited by levan (2012-03-28 22:41:52)

Re: რომელია სწორი ფორმა?

გამარჯობა,
რომელია სწორი - ე.წ. თუ ე. წ.?
ასევე, ა.შ. თუ ა. შ.?

Re: რომელია სწორი ფორმა?

გამარჯობა!

გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ფულის ერთეულის, კერძოდ შეერთებული შტატების დოლარის ხმარებისას რომელი ფორმა გამოვიყენოთ:

"აშშ დოლარი"
"აშშ-ის დოლარი"

მაგ.: "აშშ დოლარი გაიაფდა", თუ "აშშ-ის დოლარი გაიაფდა";
       "15 ათასი აშშ დოლარი", თუ "15 ათასი აშშ-ის დოლარი".

რომელია მიღებული, სწორი და არასწორი ფორმა და რატომ. მადლობა წინასწარ.